31 დეკემბერს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი 2014-17 წლებში ამირან (ჟორდან) ჯამბურიძე.
მამა ამირანი დიაკვნად კურთხევიდან 40 დღეს ცაგერის წმინდა მაქსიმე აღმსარებელის სახელობის მონასტერში გაატარებს, შემდეგ კი იმსახურებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში.
ცოტნე მუსელიანი, ქ. ცაგერი.