2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში

2 ოქტომბრის არჩევნები ლენტეხის მუნიციპალიტეტში მთლიანობაში მშვიდობიანად ჩატარდა, მაგრამ მასში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 3 203 ამომრჩეველმა, რაც მთლიანი რაოდენობის 55%-ს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის მერის არჩევვნებში დიდი უპირატესობით (79%) გაიმარჯვა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს კანდიდატმა გია ონიანმა.

7 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში გაიმარჯვეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, მხოლოდ №5 ჩოლურის მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება მეორე ტური, რომელშიც გამოვლინდება გამარჯვებული „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)”-ს კანდიდატს გიორგი შავრეშიანს (30%) და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს კანდიდატს ბერდია ზურაბიანს (36%) შორის. დანარჩენი 6 ოლქიდან საკრებულოს დეპუტატები გახდნენ:

ირაკლი ქურასბედიანი – №1 დაბა ლენტეხის მაჟორიტარული ოლქი,
მურადი ჩანქსელიანი – №2 ხელედის მაჟორიტარული ოლქი,
კახა ლიპარტელიანი – №3 ხოფურის მაჟორიტარული ოლქი,
დალი ტვილდიანი – №4 რცხმელურის მაჟორიტარული ოლქი,
ზურაბი ონიანი – №6 ჟახუნდერის მაჟორიტარული ოლქი,
სოსო ავალიანი – №7 ჩიხარეშისა და ცანის მაჟორიტარული ოლქი.

პროპორციული სიებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში 3%-ანი ბარიერი გადალახა 8 საარჩევნო სუბიექტმა: “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” (3,01%), “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (4,04%), “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (10,28%), “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ (3,41%), “ლელო” (7,05%), “გახარია – საქართველოსთვის“ (6,86%), “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (49,75%), “სახალხო პარტია“ (9,15%). ამ შედეგებიდან გამომდინარე საკრებულოს წევრები პროპორციული სიებით გახდნენ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს 7 კანდიდატი და დანარჩენი 7 საარჩევნო სუბიექტიდან თითო კანდიდატი:

ამირან ქურასბედიანი (“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი”),
მირიან ლიპარტელიანი (“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ),
რომან მუკბანიანი (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”),
 ირინე  ლიპარტელიანი ( “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“),
გამზა   ლიპარტელიანი (“ლელო”),
ნინო    ბენდელიანი (“გახარია – საქართველოსთვის“),
გიორგი გაზდელიანი, მევლუდ ლიპარტელიანი, ლამზირა გუგავა, დავითი პირველი, იაკობ   გაზდელიანი, მარეხ  ონიანი
ბადრი ლიპარტელიანი (“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“),
ზურაბი ზურაბიანი (“სახალხო პარტია“).