3-7 აგვისტოს დაბა ლენტეხის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია კედელზე მიმდინარეობდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი სწრაფ და რთულ ცოცვაში, რომელიც საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და კულტურის სამინისტროს და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ჩატარდა.
შეჯიბრი ჩატარდა საერთაშორისო წესების მიხედვით ორ ეტაპად: კვალიფიკაცია და ფინალი. ასევე გათამაშდა ცნობილი ალპინისტის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, მწვრთნელის, მრავალი თაობის, მრავალი ჩემპიონის აღმზრდელის, სამთო მაშველისა და ღირსეული ადამიანის ალიოშა გაზდელიანის სახელობის თასი.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს მეკლდეურთა ახალგაზრდული გუნდები ლენტეხიდან, მესტიიდან, ქუთაისიდან, ყაზბეგიდან, ნიქოზიდან, ბედიანიდან, ასევე მონაწილეობდა თბილისის ორი გუნდი და ერთი წარმომადგენელი ბათუმიდან. შეჯიბრში 3 ასაკობრივი ჯგუფის მეკლდეურებს შეეძლოთ ასპარეზობა:
უფროსი ასაკი – (2007-2008) წწ. დაბადებულები,
საშუალო ასაკი – (2009-2010) წწ. დაბადებულები,
უმცროსი ასაკი – (2011-2012) წწ. დაბადებულები და უფრო პატარები მწვრთნელების რეკომენდაციით.
ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლადო გურჩიანს:
ლადო გურჩიანმა ასევე განაცხადა იმის შესახებ, რომ კოვიდ-პანდემიის გამო 2-ჯერ ჩაიშალა შეჯიბრება ლენტეხში და წელს კვლავ განახლდა 2 წლის შესვენების შემდეგ:
„ახალგაზრდული პირველობის გარდა გათამაშდება ალიოშა გაზდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პრიზი, რომელიც გუნდურია და თითოეული გუნდიდან 3-3 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო შემდეგ გადავდივართ ჭიათურაში და იქ კაცხის სვეტის ბუნებრივ კლდეზე ლერი მიქელაძის სახელობის ტურნირი გაიმართება. ეს შეჯიბრებები ტრადიციული გახდება.
ალიოშა გაზდელიანის ტურნირი წელს ნაჩქარევად, მოულოდნელად ჩავატარეთ, არც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია იყო სათანადოდ დროულად გაფრთხილებული ამის შესახებ, მაგრამ ეს დასაწყისი იქნება, მომავალში ყოველთვის ჩატარდება უფრო მაღალ დონეზე, უფრო მასიურად, არა მარტო ახალგაზრდებში, დიდებიც მიიღებენ მონაწილეობას, ყველაფერი წინ არის, ძალიან ბევრი დაპირებები და წინადადებები მოდის სპორტის სამინისტროდან იმისათვის, რომ რეგიონებში განვითარდეს მეკლდეურობა და შეიქმნას კონკურენცია ჩვენ სპორტსმენებს შორის, კონკურენციის გარეშე წინსვლაზე ლაპარაკი ზედმეტია.
აქ კედელი და სპორტ-კომპლექსი ცუდ მდგომარეობაშია, ახლა შეჯიბრი ერთ ღია კედელზე ტარდება, რომელიც სწრაფი ცოცვისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ არის შიგნითაც კედლები, და შესაძლებელია ისინიც გაკეთდეს, რომ ყველა სახეობაში იყოს შესაძლებელი შეჯიბრის ჩატარება, მეკლდეურობაში სამი სახეობაა: სწრაფი ცოცვა, რთული ცოცვა და ბოლდერინგი.
ვიცი რომ ლენტეხის მერია აპირებს კაპიტალურად გაარემონტოს აქაურობა და იმედია ყველაფერი კარგად გაკეთდება.”
გუნდების ტრანსპორტირებასთან და დაბინავებასთან დაკავშირებით ხომ არ იყო რაიმე პრობლემები ?
“გუნდები პრაქტიკულად ჩამოვიდნენ ყველა თავთავიანთი ხარჯით, ჩვენ მხოლოდ ორგანიზებას ვუკეთებდით, და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია დაგვეხმარა იმით, რომ მოსახლეობაში მოათავსეს მსაჯები, ხოლო მონაწილეები მშობლიურმა მუნიციპალიტეტებმა დააფინანსეს და ზოგს არ ჰქონდა დაფინანსება და კარვებში ცხოვრობდნენ და რადგან წვიმა იყო სპორტ-კომპლექსის დარბაზში გაშალეს კარვები.”
ზოგიერთ გუნდს თავიანთი სპორტული ფორმები აქვთ, ეს ფორმები თვითონ გუნდებმა შეიძინეს?
“დიახ, თვითონ გუნდებმა. საკუთარი ფორმები აქვთ ნიქოზის, ბედიანის და თბილისის სპორტსმენებს. ეს გავრცელდება სხვა გუნდებშიც, ეს აუცილებელია და ყველასათვის სასურველია, ჩვენც ვეხმარებით, მაგრამ ჯერჯერობით ფედერაცია ყველაფერს ვერ ახერხებს. საკმაოდ ბევრი წელი გავიდა ისე, რომ აბსოლუტურად ყურადღება არ ექცეოდა ამ სპორტს.”
კერძო სექტორიდან, ბიზნესმენებიდან თუ არის სპონსორობის შემთხვევები გუნდების მიმართ ?
“ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა, რომ იშვიათად თუ ვინმე სპონსორობას გაწევს. ლერი მიქელაძის ტურნირს ჭიათურაში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” სპონსორობს, წელს ამ კომპანიამ ერთი დღის ხარჯი თავისთავზე აიღო, აქ კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს დიდი ფინანსები და ალიოშა გაზდელიანის პრიზისათვის გამოყო თანხა და კიდევ მსაჯების კვებისათვის, დიდი მადლობა ამისათვის, იმედია მომავალში მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად გაძლიერდება და იქნებ უკეთესი მდგომარეობა შეიქმნას.“
ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებულები გახდნენ:
სწრაფი ცოცვა
გოგონები
2007-2008 წლებში დაბადებულები
1. ნინო მელანაშვილი – ნიქოზი
2. მარიამ ხოჯელანი – მესტია
3. ნინო ტამაილი – ბედიანი
2009-2010 წლებში დაბადებულები
1. იულია რაზუმნაია – ბათუმი
2. დეა ლიპარტელიანი – თბილისი
3. მაშო ქველიძე – თბილისი
2011-2012 წლებში დაბადებულები
1. მარიამ მაჩიტიძე – მესტია
2. ელენე ხერგიანი – მესტია
3. მართა კომახიძე – ბედიანი
ვაჟები
2007-2008 წლებში დაბადებულები
1. ლუკა მეტრეველი – ნიქოზი
2. დავით მჭედლიძე – ნიქოზი
3. გიორგი თედეევი – ნიქოზი
2009-2010 წლებში დაბადებულები
1. დემეტრე ქურასბედიანი – თბილისი
2. ალექსანდრე მაქაცარია – თბილისი
3. ნოდო ჯავახიშვილი – თბილისი
2011-2012 წლებში დაბადებულები
1. გეგი ლიპარტელიანი – თბილისი
2. ლუკა ქირიკაშვილი – სტეფანწმინდა
3. სანდრო ქველიძე – თბილისი
რთული ცოცვა
გოგონები
2007-2008 წლებში დაბადებულები
1. ნინო მელანაშვილი – ნიქოზი
2. ნინო ტამაილი – ბედიანი
3. მარიამ ხოჯელანი – მესტია
2009-2010 წლებში დაბადებულები
1. იულია რაზუმნაია – ბათუმი
2. დეა ლიპარტელიანი – თბილისი
3. ვიკა გობეევა – ბედიანი
2011-2012 წლებში დაბადებულები
1. მართა კომახიძე – ბედიანი
2. ანიტა მეტრეველი – ნიქოზი
3. მარიამ მაჩიტიძე – მესტია
ვაჟები
2007-2008 წლებში დაბადებულები
1. ლუკა მეტრეველი – ნიქოზი
2. დავით მჭედლიძე – ნიქოზი
3. გიორგი თედეევი – ნიქოზი
2009-2010 წლებში დაბადებულები
1. ალექსანდრე მაქაცარია – თბილისი
2. ანდრეა მდივანი – თბილისი
3. დემეტრე ქურასბედიანი – თბილისი
2011-2012 წლებში დაბადებულები
1. გეგი ლიპარტელიანი – თბილისი
2. სოსო ბერელაშვილი – ბედიანი
3. სანდრო ქველიძე – თბილისი