8 ივლისს, უნგრეთში გამართულ გრანდ-სლემის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა (-60კგ). ლუხუმისთვის ეს წელს მოპოვებული მეორე ვერცხლია აპრილში გამართული ანტალიის გრანდ-სლემის შემდეგ. შარშან მაისში კი ყაზანის გრანდ-სლემზე ოქრო მოიგო.
უნგრეთის გრანდ-სლემზე მიღწეული წარმატებით ლუხუმმა აჩვენა, რომ კარგ სპორტულ ფორმაშია, სტაბილურად ჭიდაობს და კიდევ ბევრ სიხარულს მიანიჭებს გულშემატკივარს.
ამ გრანდ-სლემზე ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები – თემურ ნოზაძემ (-60კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ).
საქართველოს ნაკრები უნგეთის გრანდ-სლემზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგა:
-78კგ – მარიამ ჭანტურია;
+78კგ – სოფიო სომხიშვილი.
-60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე;
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ – გიორგი შერაზადიშვილი, ზაურ დვალაშვილი;
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი;
-100კგ – ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი;
+100კგ – გელა ზაალიშვილი;