ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც 5-ჯერ აქვს მოპოვებული საპრიზო ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ძიუდოში (2018, 2017, 2015, 2014, 2013). ის არის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი (2016), მასტერსის ტურნირზე მოპოვებული აქვს ოქროს (2017) და ბრინჯაოს მედლები (2013), გრანდ-სლემის ტურნირებზე 6-ჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ასევე 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი, 4-ჯერ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 3-ჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი, გრან-პრის ტურნირებზე 2-ჯერ ოქროს მედალი მოიგო, 2-ჯერ – ვერცხლი, ხოლო 5-ჯერ – ბრინჯაო, 2-ჯერ მოიგო მსოფლიოს თასი (2010, 2009), ხოლო 4-ჯერ ბრინჯაოს დასჯერდა, ასევე მოგებული აქვს ევროპის ღია პირველობა (2017).

ვარლამ  გურამის ძე ლიპარტელიანი 1989 წლის 27 თებერვალს ქალაქ მცხეთაში დაიბადა. მაშინ ვარლამის მშობლები ახალი გადასული იყვნენ ქვემო სვანეთიდან სოფ. საქადაგიანოში. მამა გურამ ლიპარტელიანი – წარმოშობით ქვემო სვანეთის სოფ. ხოფურიდანაა, დედა ლეილა ფოცხვერაშვილი კი – დუშეთიდან. ვარლამის მეუღლეა გიული ჭკუასელი, ჰყავთ შვილები – დემეტრე (2013), დათი (2014) და ერეკლე ლიპარტელიანები. ვარლამი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

გთავაზობთ ვარლამ ლიპარტელიანის მოპოვებული საპრიზო ადგილების ჩამონათვალს ქრონოლოგიურად:

20.09.2018 მსოფლიო ჩემპიონატი, ბაქო – ვერცხლი (-100კგ),

23.02.2018 გრანდ-სლემის ტურნირი, დიუსელდორფი – ოქრო (-100კგ),

10.02.2018 გრანდ-სლემის ტურნირი, პარიზი – ბრინჯაო (-100კგ),

16.12.2017 მასტერსის ტურნირი, სანკტ-პეტერბურგი – ოქრო (-100კგ),

29.09.2017 გრან-პრის ტურნირი, ზაგრები – ბრინჯაო (-100კგ),

28.08.2017 მსოფლიო ჩემპიონატი, ბუდაპეშტი – ვერცხლი (-100კგ),

22.07.2017 ევროპის ღია პირველობა, მინსკი – ოქრო  (-100კგ),

20.05.2017 გრანდ-სლემის ტურნირი, ეკატერინბურგი – ბრინჯაო (-100კგ),

11.02.2017 გრანდ-სლემის ტურნირი, პარიზი – ბრინჯაო (-100კგ),

6.08.2016 ოლიმპიური თამაშები, რიო დე ჟანეირო – ვერცხლი (-90კგ),

21.04.2016 ევროპის ჩემპიონატი, ყაზანი – ოქრო (-90კგ),

6.02.2016 გრანდ-სლემის ტურნირი, პარიზი – ბრინჯაო (-90კგ),

17.10.2015 გრანდ-სლემის ტურნირი, პარიზი – ოქრო (-90კგ),

24.08.2015 მსოფლიო ჩემპიონატი – ბრინჯაო (-90კგ),

25.06.2015 ევროპის ჩემპიონატი – ვერცხლი (-90კგ),

20.03.2015 გრან-პრის ტურნირი, თბილისი – ვერცხლი (-90კგ),

20.02.2015 გრან-პრის ტურნირი, დიუსელდორფი – ოქრო (-90კგ),

25.08.2014 მსოფლიო ჩემპიონატი, ჩელიაბინსკი – ბრინჯაო (-90კგ),

6.06.2014 გრან-პრის ტურნირი, ჰავანა – ოქრო (-90კგ),

24.04.2014 ევროპის ჩემპიონატი – ოქრო (-90კგ),

8.02.2014 გრანდ-სლემის ტურნირი, პარიზი – ვერცხლი (-90კგ),

29.11.2013 გრანდ-სლემის ტურნირი, ტოკიო – ბრინჯაო (-90კგ),

26.08.2013 მსოფლიო ჩემპიონატი, რიო დე ჟანეირო – ვერცხლი (-90კგ),

25.05.2013 მასტერსის ტურნირი, ტიუმენი – ბრინჯაო (-90კგ),

25.04.2013 ევროპის ჩემპიონატი – ვერცხლი (-90კგ),

23.02.2013 გრან-პრის ტურნირი, დიუსელდორფი – ოქრო (-90კგ),

9.02.2013 გრანდ-სლემის ტურნირი, პარიზი – ოქრო (-90კგ),

9.06.2012 გრანდ-სლემის ტურნირი, რიო დე ჟანეირო – ოქრო (-90კგ),

26.04.2012 ევროპის ჩემპიონატი – ოქრო (-90კგ),

18.02.2012 გრან-პრის ტურნირი, დიუსელდორფი – ოქრო (-90კგ),

28.01.2012 მსოფლიოს თასი, თბილისი – ოქრო (-90კგ),

16.10.2011 გრან-პრის ტურნირი, აბუ დაბი – ოქრო (-90კგ),

21.04.2011 ევროპის ჩემპიონატი, სტამბული – ბრინჯაო (-90კგ),

16.10.2010 გრან-პრის ტურნირი, როტერდამი – ვერცხლი (-90კგ),

29.05.2010 მსოფლიოს თასი, ბელო ჰორიზონტე – ვერცხლი (-90კგ),

22.05.2010 გრანდ-სლემის ტურნირი, რიო დე ჟანეირო – ბრინჯაო (-90კგ),

7.05.2010 გრან-პრის ტურნირი, ტუნისი – ბრინჯაო (-90კგ),

22.04.2010 ევროპის ჩემპიონატი, ვენა – ვერცხლი (-90კგ),

27.02.2010 მსოფლიოს თასი, პრაღა – ოქრო (-90კგ),

24.04.2009 ევროპის ჩემპიონატი, თბილისი – ვერცხლი (-90კგ),

24.01.2009 მსოფლიოს თასი, თბილისი – ოქრო (-90კგ).

ცოტნე მუსელიანი.



კომენტარები სტატიაზე