29 ნოემბერს, 13:00 საათზე, ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ქვემო სვანეთის საჯარო და საბაზო სკოლების მოსწავლეები.
ღონისძიება დაიყოფა სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე – მოეწყობა გამოფენა, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები (ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვი ან ხისგან დამზადებული ნივთები). გამოფენა ღონისძიების ბოლომდე გაგრძელდება. მეორე ნაწილში ჩატარდება ვიქტორინა, სადაც დასმული იქნება კითხვები სვანეთზე (კულტურა, ტრადიციები, ისტორია, ენა), ხოლო მესამე ნაწილი დაეთმობა სვანურ ფოლკლორს, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება შეასრულონ სიმღერა ან ცეკვა, წაიკითხონ ლექსები, ანდაზები, გამოცანები ან ნებისმიერი საინტერესო ცნობა სვანეთზე. იქნება კომპეტენტური ჟიური რომელიც თითოეულ ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებული სკოლების გუნდებს და გადასცემს წიგნებსა და სიგელებს.
აღნიშნულ ღონისძიებას აფინანსებს ჩოლურის საჯარო სკოლა.
ღონისძიების მიზანია მომავალი თაობის დაინტერესება სვანური კულტურით, ტრადიციებითა და ისტორიით.
პროექტის ავტორები და ორგანიზატორები არიან ჩოლურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ინგა ონიანი, ამავე სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეები ანი კვასტიანი და მირანგულა მუკბანიანი. ორგანიზატორების სურვილია, რომ ეს ღონისძიება ყოველწლიურად ჩატარდეს და ტრადიციული გახდეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მირანგულა მუკბანიანს ტელეფონზე – 599 73 22 93. ან ელ. ფოსტაზე – svanetichvenisiamakea@gmail.com