დღეს, 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მან დეკემბერში უფრო მაღალი დონის ტურნირი – მასტერსის ტურნირი მოიგო, ხოლო 10-11 თებერვალს პარიზში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დიუსელდორფის ტურნირზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი ასპარეზობდა და მათგან მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა მოახერხა ტურნირის მოგება, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ცოტნე მუსელიანი.