დღეს, 23 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გრანდ სლემზე ძიუდოში 24 წლის ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ის მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულთან – იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა ნახევარფინალში.
გრანდ სლემის ტურნირები მასტერსის ტურნირების შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებად ითვლება ძიუდოში.
დიუსელდორფის გრანდ სლემზე, ლუხუმის გარდა, საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
(-81კგ) – თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი.
(-100კგ) – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური.
(+100კგ) – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.
ვარლამ ლიპარტელიანი კვირას, 25 თებერვალს იჭიდავებს. ძიუდოს მოყვარულებს შეუძლიათ ინტერნეტის მეშვეობით მიადევნონ თვალი პირდაპირ ეთერს შემდეგ ბმულზე: https://live.ijf.org/gs_ger2018/live_video
ცოტნე მუსელიანი.