22-23 ივლისს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) პირველი ადგილი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად წონის ცვლილებისა, მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი და სტაბილური მოჭიდავეა.
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მან უფრო მსუბუქ წონით კატეგორიაში (-90 კგ) მოიპოვა ვერცხლის მედალი, შემდეგ კი წონაში მოიმატა და (-100 კგ) წონით კატეგორიაში ჯერ თებერვალში პარიზის გრან სლემის ბრინჯაოს მედალი, ახლა კი ევროპის ღია ჩემპიონატიც მოიგო. 28 აგვისტოს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი. იმედია, ვარლამი მსოფლიო ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მინსკში შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი:
(-66კგ) – ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.
(-73კგ) – ფრიდონ გიგანი, ბექა შავდათუაშვილი.
(-81კგ) – თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი.
(-90კგ) – უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.
(-100კგ) – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური.
(+100კგ) – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.
(-57კგ) – მარიამ ჯანაშვილი.
(-70კგ) – ნინო ოძელაშვილი.
(+78კგ) – ელენე ქებაძე.
ვარლამის გარდა, საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილმა შეძლო (-81კგ) ამ შეჯიბრზე საპრიზო ადგილის – ვერცხლის მედლის მოპოვება.
ცოტნე მუსელიანი.