დღეს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს მისი პირველი მედალია ოფიციალურ ჩემპიონატებში
უფროსი ასაკის ძიუდოისტთა შორის.
სამწუხაროდ ლუხუმ ჩხვიმიანი ამჯერად მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. მედლის გარეშე დარჩა ვაჟა მარგველაშვილიც.
სასიხარულოა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძიუდოს დაუბრუნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ჩემპიონატი სოფიაში 1 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი;
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ – ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ – ლუკა მაისურაძე;
-100კგ – ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი;
+100კგ – გურამ თუშიშვილი;
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი;
+78კგ – სოფიო სომხიშვილი.
29 აპრილი – ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
30 აპრილი – ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.
1 მაისი – ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.
პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე – https://live.ijf.org/eju_sen2022
წინასწარი შეხვედრების დასაწყისია – 10:30 სთ.
ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
ფოტოზე: მარჯვნდან პირველი – ეთერ ლიპარტელიანი.