ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდ-სლემის ვერცხლის მედალოსანი გახდა

17 თებერვალს, თელ-ავივში მიმდინარე გრანდ-სლემის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2022 წელს ეს მისი პირველი წარმატებაა. მთლიანობაში კი გრანდ-სლემის ტურნირებზე ეთერიმ უკვე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა .

შარშან მან თელ-ავივის და პარიზის გრანდ-სლემის ტურნირებზე ბრინჯაოს მედლები მოიგო, თბილისის გრანდ-სლემზე კი – ვერცხლი.