საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე გამოვლინდნენ გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ. ამ ფესტივალის ერთერთი გამარჯვებული ნაივურ ფერწერაში გახლავთ ქალბატონი მალვინა მუკბანიანი, რომელმაც მიიღო ლაურეატის წოდება, ჯილდოდ კი – 800 ლარი.
აი, რას გვიყვება ქალბატონი მალვინა თავის შემოქმედებაზე:
“- ვხატავ სვანეთის ფოლკლორს, თანამედროვეობაზეც ვხატავ, შთაგონების წყარო ძირითადად სვანური ყოფა-ცხოვრებაა, მაინტერესებს ადამიანები და მინდა რომ ყველაფერი ეს ტილოზე გადმოვიტანო. ათას ხუთას მხატვარს შორის შეგვარჩიეს ათი, შეგვკრიბეს რუსთაველის თეატრში, მოგვანიჭეს ლაურეატის წოდება და დაგვაჯილდოვეს ფულადი პრიზებით. მადლობელი ვარ ორგანიზატორების, განსაკუთრებით ფოლკლორის ცენტრის. სხვათაშორის სკოლაში ვასწავლიდი ხატვას, ჩემი მოსწავლეებიდან ათმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია. მე არ მაქვს ამ განხრით არაფერი დამთავრებული, უბრალოდ გამიჩნდა სურვილი მეხატა და მის მერე ვხატავ. ჩემი დიდი სურვილია სვანეთს ჰყავდეს თავისი მიქელანჯელო, რაფაელი … ისეთი დიდი ხელოვანები, როგორიც იტალიას ჰყავდა.
–თუ ყოფილა თქვენი ნახატების გამოფენა?
– პირველად თბილისში, “ცისფერ გალერეაში”, ქალთა ნამუშევრების გამოფენაზე ავიღე პირველი ადგილი, პრიზი, დიპლომი და საჩუქარი, მეორედ ისევ თბილისში სადაც წარმოდგენილი იყვნენ მამაკაცები თავიანთი ხელნაკეთებით ოქრომჭედლობაში, ვერცხლში, საკმაოდ ძლიერი ნამუშევრები ჰქონდათ, მე მარტო ფერწერით ვიყავი წარდგენილი და ერთადერთი ქალი ვიყავი გამარჯვებული, მოვხვდი შვიდეულში.
-თქვენი ნამუშევრები თუ გაგიყიდიათ?
– სამეგრელოში მქონდა გამოფენა, კერძოდ, ზუგდიდში, მაქვს ასეთი ნახატი “ბაბუას ლოცვა” და სწორედ ამ ნახატს მევაჭრებოდნენ, მაგრამ მე არ შეველიე. არ მსურს ჩემი ნამუშევრები დავშალო და მინდა რომ ჩემი სახლმუზეუმი მქონდეს. ამ ნახატს ვჩუქნი ლენტეხის მუზეუმს, რომელიც ზომით ძალიან დიდია და გადმოგვცემს ლოცვის რიტუალს.”
ქალბატონ მალვინას გამოცემული აქვს ლექსების კრებულიც.
ის მთელი გრძნობით კითხულობს ლექსს სამშობლოზე:
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.