7-8 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში თენგო (თენგიზ) გაზდელიანმა (მწვრთნელი ერეკლე გურჩიანი ) აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვა როგორც მარცხენა ხელით, ასევე მარჯვენა ხელით ასპარეზობისას.
თენგომ მაისში გამართულ ევროპის ჩემიონატზეც ვერცხლის მედლები მოიგო, მაშინაც ანალოგიურად, როგორც მარჯვენა, ასევე მარჯვენა ხელით. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლახანს დაუბრუნდა აქტიურ სპორტს, მან უკვე დიდ წარმატებებს მიაღწია და იმედია, კიდევ მრავალგზის ასახელებს სვანეთს და სრულიად საქართველოს.
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი