მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ლენტეხში ამომრჩეველს შეხვდა

“მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის”  პარტიის ლიდერი ბატონი პაატა ბურჭულაძე 21 სექტემბერს  ლენტეხის მოსახლეობას  შეხვდა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ ცხვედიანი, ასევე ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი  ირაკლი ყიფიანი წარუდგინა“საქართველოს ხალხი იმსახურებს ღირსეულ სახლმწიფო პოლიტიკას, ღირსეულ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს, განათლების სწორ და პროდუქტიულ სისტემას,  დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ეს არის უიმედობა, მე ჩამოვედი აქ იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ხვალინდელი დღის იმედი, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი…  ”  თქვა თავის სიტყვაში პარტიის ლიდერმა.

მაჟორიტარობის კადიდატმა, როსტომ ცხვედიანმა ასე მიმართა დამსწრეებს: “ექვსი წლის წინ, ჩემი  გუბერნატორად მუშაობის დროს, ექიმიც ვიყავი, ქირურგი გახლდით. წილად მხვდა ბედნიერება, მიხა ონიანთან, ვახტანგ მუსელიანთან,  შესანიშნავ ქუთაისელ პროფესიონალ ექიმთან,  გვარად მამაგეიშვილთან ერთად გადამერჩინა ჯაბა გველებიანის სიცოცხლე, რომელიც დღეს აქ არის, ჩვენთან.  როსტომ ცხვედიანი საჭიროა თქვენთვის ამ ბიჭებთან ერთად. მე პირველსავე დაძახებაზე თქვენთან გავჩნდები, როცა პარლამენტარი გავხდები.  მე მეყოლება ორი ბატონი –  უფალი და თქვენ,  პარლამენტარი იქნებით თითოეული თქვენთაგანი,  რასაც მეტყვით, იმას გავახმოვანებ და გაჩუმებით ვერავინ გამაჩუმებს, ამის პირობას გაძლევთ!”

იხილეთ შეხვედრის ვიდეო:

ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი