გაიცანით მუსიკოსი, მხატვარი, სკულპტორი, ხეზე კვეთის უბადლო ოსტატი… უბრალოდ შესანიშნავი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ანდრო მუკბანიანი. მიუხედავად ყმაწვილური ასაკისა, ის უკვე ჩამოყალიბებული ხელოვანი და ოსტატია. მის ნამუშევრებს საქართველოს მრავალ ეკლესიასა თუ კერძო კოლექციებში შეხვდებით, ყოველი მათგანი ახალგაზრდა შემოქმედის სულის ნაწილია, ხეში ნაკვეთი ულამაზესი გვირისტებით და ძველქართული ორნამენტებით მოჭიქული, იშვიათი შერწყმა ნიჭიერების და შრომისმოყვარეობისა. ტრადიციული სვანური საკრავების უზადო ოსტატი და ამავე საკრავებზე ვირტუოზული შემსრულებელი. ანდრო მუკბანიანი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ჰყავს შეგირდები, ახლო მომავალში ხსნის ხეზე კვეთის სკოლას ჩოლურში. ის არის ანსამბლ “მუჟე ნარი”-ს სოლისტი, აქვს უამრავი შეკვეთა… და მაინც ყველაფერს ასწრებს.
წარმატება ვუსურვოთ ახალგაზრდა ხელოვანს, წინ დიდი და რთული გზა აქვს და ამ გზაზე ღვთის წყალობა არ მოკლებოდეს…
ტარიელ მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი
ზურო მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი