1 სექტემბერს ლენტეხის კულტურის სახლში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა. ოცნების მთავრობის ოთხწლიანი მუშაობის შედეგები, სამომავლო გეგმები, წინასაარჩევნო დაპირებები, მთავრობის პრიორიტეტები – ეს იყო საკითხები, რომლებზეც ენუქიძესთნ ერთად მხარის გუბერნატორმა – პაპუნა მარგველიძემ ისაუბრა.
შეხვედრაზე დამსწრეებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე მიესალმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საარჩევნო ოლქის 5 რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“ გოჩა ენუქიძე წარადგინა. “გოჩა არის კარგი ბიზნესმენი, კარგი ქართველი, კარგი მშობლების შვილი, კარგი ქართული ოჯახის პატრონი. მე მინდა მას და მთლიანად ქართული ოცნების გუნდს დიდი პატივისცემა გამოვუცხადო. მე გახლავართ გამგებელი, ამავდროულად დამავალა მთვრობამ, ვყოფილიყავი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მინდა, რომ გულმხულვარედ დავუხაროთ თავი მას”, – მიმართა ჯამბურიძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას და სიტყვა გუბერნატორ პაპუნა მარგველიძეს გადასცა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საკმაოდ ვრცელ მისასალმებელ სიტყვაში დეტალურად ისაუბრა ქართული ოცნების ხელისუფლების მიღწევებზე, შეეხო ყველა მოქმედ პროექტს, რასაც მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ისაუბრა ასევე რეგიონში გატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე. “სვანეთიინფო.გე” მკითხველს მოკლედ სთავაზობს შეხვედრაზე გაჟღერებულ ამონარიდებს, რომელზეც, როგორც აღვნიშნეთ, დეტალურად ისაუბრა გუბერნატორმა:
” 4 წელია მას შემდეგ, რაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი. ეს ძალა არის დღეს ხელისუფლების სათავეში და მას შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა საქართველოში. პირველი – ეს გახლავთ თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ისე, რომ ამას შემდგომში არ მოჰყვეს რეპრესიები, დაჭერები, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. დღეს არის 1 სექტემბერი, დღეიდან შევიდა ძალაში საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ამ კანონის რამდენიმე მნიშვნელოვან პუქტს შევეხები: პენსიონერებს სექტემბრიდან უკვე შეუძლიათ აიღონ გადიდებული პენსია: სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 216 ლარს. მოიმატა საპენსიო ფონდმა და სოციალურმა შეღავათებმა. ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს… სკოლებში ექნებათ ვაუჩერები, ასევე ენიშნებათ შეღავათები დედებს: ერთშვილიანებს – 100 ლარი, 3 და მრავალშვილიანებს – 200-200 ლარი 2 წლის განმავლობაში. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი 10 წლის განმავლობაში გათავისუფლდება მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.”
სახელმწიფოს ამ კონკრეტული ბენეფიტების მიმოხილვის შემდეგ რწმუნებულმა მანჯავიძემ აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი საპარლამეტო არჩევნების კანდიდატი გოჩა ენუქიძეა და ამისთვის მადლობაც მოუხადა მას. შემდეგ ისევ ეკონომიკურ და მიგრაციის პრობლემებს შეეხო და დამსწრეებს მათი გადაჭრის მთავრობისეული ხედვა გააცნო: “ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი პრობლემა მიგრაციაა, რომელსაც უმუშევრობა იწვევს. მთავრობას გააჩნია განვითარების საკუთარი გეგმა, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას გულისხმობს. ეს არ არის სამომავლოდ განსახორციელებელი, არამეს ეს პროცესი უკვე დაწყებულია… ეს გეგმა გულისხმობს საგადასახადო სისტემის რეგულირებას, მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლის რეგლამენტირებას, ანუ მკაცრად იქნება განსაზღვრული, თუ რა პერიოდულობით, როდის იარონ მაკონტროლებლებმა; მნიშვნელოვანია სტარტაპების დაფინანსება: შესაძლებელია ვინმეს აქვს იდეა, მაგრამ ხორცი ვერ შეასხას მას სხვადასხვა მიზეზების გამო. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და საინტერესო იდეის ავტორს აქვს შესაძლებლობა, მთვრობისგან მიიღოს დაფინასება. ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესოა პროგრამა „აწარმო საქართველოში“, სადაც 15 000 ლარის ოდენობის გრანტის მიღებაა შესაძლებელი. სახელმწიფო გვაძლევს შესაძებლობას, დავსაქმდეთ არამარტო ჩვენ, არამედ დავასაქმოთ სხვებიც. მოგეხსენებათ, ბიუჯეტი ყველას ვერ დაასაქმებს, ამიტომ სთავაზობს სახელმწიფო იმ ადამიანებს დასაქმებას, ვისაც აქვს ნიჭი და შესაძლებლობა… სოფლის მეურნეობის სამინისტრო „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახორციელებს 70%-იან დაფინანსებას. სარწყავი სისტების დაფინასებაში 50%-იანი წილობით შემოდის სახელმწიფო, ეს ყველაფერი უკვე კეთდება და ამას ჰყავს კონკრეტული ამთვისებელი, ბენეფიციარი… რაც ყველაზე მთვარია, ეს პროექტები არ არის ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვანია, მოგების გადასახადისგან საწარმოს გათავისუფლება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმის განვითარებას. ამბროლაურში ერთი სასტუმრო უკვე შენდება, სადაც სახელმწიფო დაფინანსებაა ჩადებული, ასეთი ტემპი გადაედება მთლიან რეგიონს”.
მანჯავიძემ განთლების რეფორმაზე და სივრცითი მოწყობის უპირატესობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო შეისწავლის შრომით ბაზარს და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარებაზე იმუშავებს. როგორც მან აღნიშნა, სივრცითი მოწყობის გეგმა არ არის შორს და მისი განხორციელება უკვე დაწყებულია: “არ შეიძლება, მხოლოდ თბილისი ვითარდებოდეს. მნიშვნელოვანია სხვა რეგიონების წამოწევა და განვითარება, ამისთვის კი რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები უნდა აშენდეს და კომუნიკაციები გამყარდეს. სწორედ ამისთვის კეთდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი. ჩვენს რეგიონში კი ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზა ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნის. ეს უკვე რეალობაა. წელს ამ გზის მონაკვეთის მშენებლობა საშაშამდე მივა. ამ ეტაპისთვის ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. დამატებით 12 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გრძელდება. ასევე, აუცილებელია ქუთაისის აეროდრომიდან მესტიამდე გზის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია პროექტების მომზადების დონეზე, რაც მულახამდე გვირაბების გაკეთებას გულისხმობს. ამ გზის მეშვეობით უახლოესი მარშუტით იქნება შესაძლებელი ქუთაისიდან მესტიაში მოხვედრა, ეს კი ტურისტებს კიდევ მეტად მოზიდვას გამოიწვევს. ამ პროექტის საერთო ღირებულება არის 130 მილიონ ლარზე მეტი და ეს გვირაბების სახით გზის გაყვანას გულისხმობს.”
გუბერნატორმა უშუალოდ ლენტეხში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. ის მუნიციპალიტეტში ახალი საავადმყოფოს მშენებლობას შეეხო, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება: “პირველად რომ ჩამოვედი აქ, უმთავრეს პრობლემად სწორედ საავადმყოფოს არარსებობა დასახელდა. დაიწყო მშენებლობა და წლის ბოლოსთვის უკვე საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო ექნება ლენტეხელებს. ასე რომ, ვისაც უნდა დანახვა ამ სიკეთის, დაინახავს”, აღნიშნა მან და დარბაზში შეკრებილებს მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი – გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
2 მოწვევის პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე 2008 წელს ბიზნესიდან პარლამეტში მოხვდა. ამის შესახებ დეპუტატობის კანდიდატმა თავად ისაუბრა. მან დამსწრეებს მოკლედ გააცნო მის მიერ განვლილი გზა სტუდენტობიდან ბიზნესამდე და წარმატებული ბიზნესმენობიდან პარლამეტარობამდე. თბილისში დაბადებული, წარმოშობით რაჭველი 58-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთლიანად მთავრობის გუნდის ხედვას იზიარებს ოლქების გაერთიანებაზე. მეტიც, “სამწუხაროს” უწოდებს ამ ფაქტს და იმედოვნებს, რომ მომავალში საკანონმდებლო ორგანო შეძლებს ამ ხარვეზის გამოსწორებას: “თქვენს წინაშე ყველაზე მსხვილი, 58-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარვდექი. მე ვეთანხმები პრემიერის აზრს ამ საკითხზე: ყველა მხარეს თვისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება… მასაც არ ჰქონდა დიდი არჩევანი, ცუდსა და უარესს შორის უნდა მიეღო გადაწყვეტილება და ამიტომაც ვდგავარ ამ 5 დიდი გაერთიანებული ოლქის წარმომადგენლად. ვიქრობ და შეგნებული მაქვს, თუ როგორ შევძლებ ამ პრობლემის მოგვარებას, რომ მოვუსმინო 5 რეგიონს და მათი პრობლემა მივიტანო იქ, სადაც საჭიროა…”
თუ როგორ და რა გზით აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, ამაზეც თავად ისაუბრა:” იმედი მაქვს, შემდეგი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხს გადახედავს და შემდეგში ყველა კუთხეს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. ამ ეტაპისთვის კი მე გაცნობიერებული მაქვს, როგორ გავაკეთებ ამას: მეყოლება ყველა რეგიონში ჩემი წარმომადგენელი, რომელიც მოსახლეობასთან იმუშავებს, ყველა იმ პრობლემას, რაც მოსახლეობას აწუხებს, მოვისმენ ამ კონკრეტული წარმომადგენლებისგან და მათთან ერთად ყველა განცხადებას თუ წინადადებას გულისხმიერად გადავამუშავებ. შევარჩევ მოტივირებულ კადრებს, განსაკუთრებული მიდგომა გვექნება ახალგაზრდებთან, რომ მათ ბიზნესის კეთების მოტივაცია გავუჩინოთ.”
მხარის გუბერნატორმა პაპუნა მანჯავიძემ იმდენად დეტალურად ისაუბრა მთავრობის მიერ შექმნილ პროექტებზე, რომ, შეიძლება ითქვას, დეპუტატობის კანდიდატ ენუქიძეს სათქმელი ნაკლებად დარჩა. მან ზოგადად ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროექტებზე, მთის კანონსა თუ განათლების რეფორმაზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყრობის პროგრამებზე, ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, ახალ საავადმყოფოსა თუ გაზრდოლ პენსიებზე, სკოლებისა და ბაღების განვითარებაზე … ისიც დასძინა, რომ მოსახლეობას სახელმწიფო სამსახურებში დასაქმების დიდი მოლოდინები არ უნდა ქჰონოდა: “ყველას აქვს მოლოდინი, რომ დასაქმდეს სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ სახელმწიფო ყველას ვერ დაასაქმებს. კერძო სექტორის, საკუთარი მეურნობის გაუმჯობესებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილების შექმნა, მიგრაციის შეჩერება, ამისთვის ბიზნესის ამოწევაა საჭირო, რომ დასაქმების საშუალება გაჩნდეს. მე დავარწმუნებ ადგილობრივებს, რომ დაინტრერესდნენ,” ასეთი იმედით დაემშვიდობა ენუქიძე ამომრჩევლებს, რომელიც თავის თავს წარმატებულ ბიზნესმენად მიიჩნევს და მზად არის, საკუთარი გამოცდილება ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაუზიაროს: “მე მაქვს ბიზნეს გამოცდილება, ასევე მაქვს წვდომა ხელისუფლებასთან და ვიცი სად, რა, როგორ მივიტანო, რომ ამ იდეებს ხორცი შევასხა. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ამომრჩეველთა ხმების მეტ პროცენტს ავიღებთ… მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერსების დამცველი.”
მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ცოტნე მუსელიანი, ლენტეხი