19 სექტემბერს ლენტეხს ესტუმრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მას სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირებიც ახლდნენ.
“მასობრივი სპორტის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო, შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივი სპორტსკოლის მოსწავლეებსა და მწვრთნელებს, მოისმინა მათგან არსებული პრობლემების შესახებ და დაჰპირდა დახმარებას.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტსკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა ბურთები, კიმონოები და სპორტული ფორმები.
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.