2 დღეა ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი დაბა ლენტეხში, სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტულ დარბაზში ახალგაზრდა ძიუდოისტებს მასტერკლასებს უტარებს.
მან ჯერ კიდევ ზაფხულის ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე გაზეთი “სვანეთი”-სათვის მიცემულ ინტერვიუში (გაზეთი “სვანეთი”, 18.05.2016წ.) განაცხადა, რომ აუცილებლად ჩაატარებდა მასტერკლასებს ქვემო სვანეთში მოვარჯიშე ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის. და აი სიტყვაც შეასრულა.
ხვალ, 19 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათებში ვარლამ ლიპარტელიანი ისევ ჩაატარებს ვარჯიშებს იმავე დარბაზში და აჩუქებს ლენტეხელ ძიუდოისტებს დაუვიწყარ მოგონებას.
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი