25 ივლისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში ჩატარდა C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა-სკრინინგი. მსურველებს შეეძლოთ აეღოთ სისხლის ანალიზი და 15 წუთის შემდეგ გაეგოთ ანალიზის პასუხები. 30 გამოკვლეული ადამიანიდან არცერთს არ აღმოაჩნდა ეს დაავადება.
ეპიდემიოლოგმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნატა დვალმა აღნიშნა, რომ მსგავსი გამოკვლევები ქვემო სვანეთში 2 წელია რაც მიმდინარეობს და ორი წლის წინ, გამოკვლევების დაწყების პირველ ეტაპზე გამოკვლეულთა 15 %-ს აღმოაჩნდა C ჰეპატიტი, ხოლო შემდეგ ჯერზე ეს მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო:
16 აგვისტოს უფასო გამოკვლევა ჩატარდება სოფელ ჟახუნდერში, ხოლო 16 ოქტომბერს სოფელ ხელედში.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. თეკალი.