სოფ. ლატალში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდა

22 ივლისს, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სოფელ ლატალში, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილმა) აკურთხა ასი ათასი მოწამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორია ლატალელი გიორგი (როსტომ) გირგვლიანი.

აღსანიშნავია, რომ ლატალი არის ისტორიული სოფელი, რომელიც გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრით. გადმოცემით ამ სოფელში, სვანეთის მასშტაბით ყველაზე ბევრი ტაძარი ყოფილა. მარტო სოფ. ლატალში ტაძრების და ნატაძრალების საერთო რაოდენობა, ახალი ტაძრის კურთხევამდე, 67-ი იყო, ხოლო მათგან ექვსი იყო მოქმედი ტაძარი. თუმცა ქართველი წმინდანების სახელზე აშენებული ტაძარი აქამდე ლატალში არ ყოფილა, ამიერიდან კი ლატალში შვიდი მოქმედი ტაძარი იქნება და ამ სოფელს სხვა წმინდანებთან ერთად ასი ათასი წმინდანის მადლი დაიფარავს.

ლატალის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარია სქიმარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე).

20524258_1352707134846871_1467141342_o
ფოტოზე შუაში:მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)

20597888_1352707184846866_1977523150_o

ტაძარი 100 ათას მოწამეთა ლატალში 2

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი