29-30 ივლისს ინტელექტუალურ კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საპრიზო ადგილებზე გასულმა გუნდებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად იმოგზაურეს იმერეთში. მათ შორის იყო ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი” და სოფელ ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი”.
მოსწავლეებმა მოილოცეს ბაგრატი და მოწამეთა, დაესწრენ წირვას გელათში, ესტუმრნენ პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებს, დაათვალიერეს ქუთაისის ისტორიული მუზეუმი და ოკაცეს კანიონი.
აღნიშნული კონკურსი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ტარდება. კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი იერუსალიმის ერთ კვირიანი საგზურით საჩუქრდება, მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები – ტაო-კლარჯეთის საგზურებით, ხოლო მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებს მოილოცავენ-ხოლმე.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი.