გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა

27-ივლისს, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი ეროვნული ტურის ფარგლებში ვიზიტით ეწვია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლას, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი ტუმასიანმა ისაუბრა საკუთარ მანდატზე, მიმდინარე თუ დაგეგმილ აქტივობებზე, ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის დონის გაზრდის აუცილებლობაზე, მოისმინა ადგილობრივი ახალგაზრდების მოსაზრებები არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეცნო ამერიკული ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” საქმიანობას ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით. აღნიშნული ორგანიზაცია ლატალის მკვიდრ ყველა აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთანავე უფინანსებს სწავლას, ასევე აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით, მხარს უჭერს სპორტულ ინიციატივებს, კერძოდ ბეისბოლის პოპულარიზაციას.
გიორგი ტუმასიანის შეფასებით, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ამ ორგანიზაციას.

შეხვედრის მიწურულს, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა სვანური ხალხური სიმღერა შეასრულეს.

20668857_1359986834118901_362167308_n
ფოტოზე: საუბრობს გიორგი ტუმასიანი

20668420_1359986917452226_495983360_n
ფოტოზე მარცხნიდან: გიორგი ტუმასიანი, ციოყ წერედიანი – ლატალის სკოლის დირექტორი, ნანო გირგვლიანი – ლატალის სკოლის პედაგოგი

მადონა წერედიანი, სოფ.ლატალი.