30 ივნისისს და 1 ივლისს დაბა ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა სწრაფ და რთულ ცოცვაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1998-1999, 2000-2001 და 2002-2003 წწ.).ასევე ჩატარდა გუნდური ესტაფეტა ჯოკია გუგავას სახელობის თასზე სწრაფ ცოცვაში, ხოლო 2 ივლისს – ლერი მიქელაძის სახელობის თასის გათამაშება ინდივიდუალურ ცოცვაში ასაკის შეუზღუდავად.
შეჯიბრებები საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ჩატარდა. მათში მონაწილეობდა მესტიის ორი გუნდი, თბილისის ორი გუნდი, ქუთაისიდან, ბათუმიდან, სტეფანწმინდიდან, ნიქოზიდან, ლენტეხიდან და აზერბაიჯანიდან თითო გუნდი. ასევე მონაწილეობდნენ უგუნდო მეკლდეურებიც, ინდივიდუალურად. მთლიანობაში ამ სპორტულ ღონისძიებაში 92-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მთავარი მსაჯი იყო ლევან გურჩიანი.
შეჯიბრებების სანახაობრივად გალამაზებაში მონაწილეობა მიიღეს მოტო-პარაპლანისტებმა, რომელთაც დაბა ლენტეხის ცაში ფრენები განახორციელეს.
სხვა თანამდებობის პირებთან ერთად შეჯიბრებების მიმდინარეობით დაინტერესდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ ფურელიანი. ოლეგ ფურელიანმა გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებით და ფულადი პრიზებით.
რთულ ცოცვაში გამარჯვებულები გახდნენ:
1998-99 წლებში დაბადებულები:
ვაჟები
I ადგილი – კურტანიძე ტატო (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
II ადგილი – ალიევი გერაი (აზერბაიჯანი)
III ადგილი – დარახველიძე გიორგი (ქუთაისი, მწვრთნელი: კოტე გიორგაძე)
გოგონები
I ადგილი – იოსელიანი ფატი (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
II ადგილი – მახარეიშვილი ნინო (ქუთაისი, მწვრთნელი: კოტე გიორგაძე)
III ადგილი – აფაქიძე ჯანეტა (ბათუმი, მწვრთნელი: გია ჯანკურიძე)
2000-2001 წლებში დაბადებულები:
ვაჟები
I ადგილი – ჩხაბერიძე ნიკოლოზ (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
II ადგილი – აბდულაევ ფუად (აზერბაიჯანი)
III ადგილი – ნატრიაშვილი ანრი (ქუთაისი, მწვრთნელი: კოტე გიორგაძე)
გოგონები
I ადგილი – გვიჭიანი მარიამი (ლენტეხი, მწვრთნელები: ალიოშა გაზდელიანი, დუდუშა ლიპარტელიანი)
II ადგილი – მჭედლიანი ნინი (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
2002-2003 წლებში დაბადებულები:
ვაჟები
I ადგილი – ფილფანი ლევანი (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
II ადგილი – მერლანი ბერდია (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
III ადგილი – გავაშელიშვილი (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
გოგონები
I ადგილი – თვაური ნიცა (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
II ადგილი – სანაძე სალომე (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
III ადგილი – გიგანი მარი (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
სწრაფ ცოცვაში გამარჯვებულები გახდნენ:
1998-99 წლებში დაბადებულები:
ვაჟები
I ადგილი – კურტანიძე ტატო (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
II ადგილი – ალიევი გერაი (აზერბაიჯანი)
III ადგილი – დარახველიძე გიორგი (ქუთაისი, მწვრთნელი: კოტე გიორგაძე)
გოგონები
I ადგილი – იოსელიანი ფატი (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
II ადგილი – მახარეიშვილი ნინო (ქუთაისი, მწვრთნელი: კოტე გიორგაძე)
III ადგილი – აფაქიძე ჯანეტა (ბათუმი, მწვრთნელი: გია ჭანკურიძე)
2000-2001 წლებში დაბადებულები:
ვაჟები
I ადგილი – როხვაძე ანრი (ქუთაისი, მწვრთნელი: კოტე გიორგაძე)
II ადგილი – ხერგიანი ლაშა (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
III ადგილი – იოსელიანი ნიკა (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
გოგონები
I ადგილი – გვიჭიანი მარიამი (ლენტეხი, მწვრთნელები: ალიოშა გაზდელიანი, დუდუშა ლიპარტელიანი)
II ადგილი – მჭედლიანი ნინი (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
2000-2001 წლებში დაბადებულები:
ვაჟები
I ადგილი – მერლანი ბერდია (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
II ადგილი – ქურასბედიანი დათო (ლენტეხი, მწვრთნელები: ალიოშა გაზდელიანი, დუდუშა ლიპარტელიანი)
III ადგილი – ფილფანი ლევანი (მესტია, მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი)
გოგონები
I ადგილი – სანაძე სალომე (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
II ადგილი – თვაური ნიცა (თბილისი, მწვრთნელი: ავთო ქურასბედიანი)
III ადგილი – ჩანქსელიანი გვანცა (ლენტეხი, მწვრთნელები: ალიოშა გაზდელიანი, დუდუშა ლიპარტელიანი)
გუნდური I ადგილი მოიპოვა მესტიის გუნდმა, გუნდური II ადგილი – თბილისის გუნდმა, ხოლო III ადგილი – ქუთაისის გუნდმა.
ჯოკია გუგავას თასის გათამაშებაში გუნდური პირველი და მეორე ადგილები მოიპოვეს მესტიის გუნდებმა (მწვრთნელები: ავღან ნავერიანი, მიშა მჭედლიანი), ხოლო გუნდური III ადგილი – ქუთაისის გუნდმა (მწვრთნელი: კოტე გიორგაძე).
მიქელას თასი (ლერი მიქელაძის ტურნირი) ვაჟებში მოიგო გიგა ჯანხოთელმა, ხოლო გოგონებში მარიანა იოსელიანმა.
1 ივლისს გავესაუბრეთ მეკლდეურობის ეროვნული ფედრაციის გენერალურ მდივანს ლადო გურჩიანს:
2 ივლისს გავესაუბრეთ მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მირზა ლიპარტელიანს:
1 ივლისს ასევე გავესაუბრეთ ქუთაისის მეკლდეურთა გუნდის მწვრთნელს კოტე გიორგაძეს:
ანრი როხვაძე (მწვანე მაისურში) სტარტის წინ
ალიოშა გაზდელიანი აღსაზრდელებთან ერთად
მირანგულა მუკბანიანი, დაბა ლენტეხი
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი