USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის საგრანტო კონკურსი

ჭუბერში, ხაიშში, იდლიანში და ონის, ზუგდიდის, წალენჯიხის, საჩხერის, კასპის, გორის, დუშეთის, ხაშურის, ყაზბეგის, ქარელის ზოგიერთ სოფელში მდებარე და საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო და მცირე საწარმოებისთვის USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ
სასოფლო-სამეურნეო მიკრო და მცირე საწარმოებს, რომელნიც მდებარეობენ და საქმიანობას ახორციელებენ რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე თემებში.

საგრანტო კონკურსის მიზანია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სასოფლო-სამეურნეო მიკრო და მცირე საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ ახალი ბაზრების ათვისებას და შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას.

კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა:  2023 წლის 30 სექტემბერი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:     2023 წლის 15 ოქტომბერი

პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს 11-ივე სამიზნე მუნიციპალიტეტში.

განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ითანამშრომლებს ბაზრის მონაწილეებთან (მიკრო და მცირე ზომის საწარმოებთან) მათი პროდუქტიულობის და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს მიზნობრივ ღირებულებათა ჯაჭვებში ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას.

ამ საგრანტო კონკურსის მიზანია სამიზნე თემების მიკრო და მცირე საწარმოების ჩართვა წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში შემდეგ სექტორებსა და მუნიციპალიტეტებში:

● ლორი, ყველი, თაფლი და სხვა ტრადიციული პროდუქტი
მესტიის, ონის, წალენჯიხის, ყაზბეგის, დუშეთისა და
საჩხერის მუნიციპალიტეტებში

● ლურჯი მოცვი, თხილი, დაფნის ფოთოლი, ხურმა, კივი და სხვა მშრალი პროდუქტი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში

● ხილი და ბოსტნეული (მალფუჭებადი და არამალფუჭებადი) კასპის, ქარელის, გორის, ხაშურის, დუშეთისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში

სრული ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან და საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=485736

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიან პროგრამას, რომელსაც ახორციელებს CNFA. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ძირითადი მიზანია სამიზნე თემების გაძლიერება, მათი ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სამიზნე თემებში სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლების გაზრდა, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდა, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუმკლავდნენ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს.