26 მარტს, თბილისის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა ქართული ძიუდოს ისტორიაში, რადგან ის პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა საქართველოში, რომელმაც გრან სლემის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ეთერიმ გააუმჯობესა თავისივე ისტორიული შედეგი, როცა 18 თებერვალს, თელ-ავივის გრან სლემის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თბილისის გრან სლემზე ეთერიმ ფინალამდე მისასვლელ გზაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კანადელი ქრისტა დეგუჩი (Christa DEGUCHI ) ეფექტური იპონით დაამარცხა.
ეთერიმ უკვე გაინაღდა ოლიმპიადაზე ასპარეზობის საგზური, რომელიც ამ ზაფხულს იაპონიაში გაიმართება და ახლა მთელ ყურადღებას მისთვის მზადებას დაუთმობს.
თბილისის გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით.
ოქროს მედლებს დაეუფლენ: გელა ზაალიშვილი(+100კგ) და თემურ ნოზაძე(-60კგ).
ვერცხლის მედალოსნები გახდნენ: ეთერ ლიპარტელიანი(-57კგ), ილია სულამანიძე(-100კგ), ვაჟა მარგველაშვილი(-66კგ).
ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ: საბა ინანეიშვილი(+100კგ), ტატო გრიგალაშვილი(-81კგ), ლაშა შავდათუაშვილი(-73კგ), ალეკო მამიაშვილი(-73კგ).
სამწუხაროდ, ამ ტურნირზე უმედლოდ დარჩნენ საქართველოს ნაკრების შემდეგი ძიუდოისტები:
-60კგ – ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი.
-66კგ – ბაგრატ ნინიაშვილი, ბექა წიფიანი.
-73კგ – თორნიკე გვიჭიანი, ფრიდონ გიგანი.
-81კგ – გიგა გიგაური, დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი შერაზადიშვილი.
-90კგ – გიორგი ქურდიანი, გიორგი პაპუნაშვილი.
-100კგ – ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი ბერიაშვილი.
+100კგ – ონისე ბუღაძე.
-52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი.
-63კგ – ინდირა სილაგაძე.
-70კგ – მარიამ ჭანტურია.
+78კგ – სოფიო სომხიშვილი.