ნათლისღების დღესასწაული ლენტეხში

19 იანვარს ლენტეხში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ამავე ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ მან ტაძრის ეზოში შეასრულა წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ჩაატარა ნათლობა. მოინათლა ყრმა თამარი ლიპარტელიანი.

ნათლობის შემდეგ გაიმართა განბანის რიტუალი, რომლის მონაწილეც იყო ამავე ტაძრის მრევლი. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც თავიდან გადაწყვეტილი არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ განბანის რიტუალში, მაგრამ მას შემდეგ რაც წყლიდან ამოსული ბედნიერი და გახარებული მრევლი იხილეს, გადაედოთ საყოველთაო მადლი და სიხარული და თვითონაც განიბანენ.

წყლის კურთხევა დიდია თავისი მნიშვნელობით, რადგან ამ დღეს უფალმა განწმინდა წყალი და ნაკურთხი წყლის მიღება და გამოყენება მასთან დასაახლოვებელ ერთ-ერთ საშუალებად დაგვიდგინა. შეეწიოს სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული და გააძლიეროს ქართველი ერი მათლმადიდებლობაში.

IMG_20170119_134647

IMG_20170119_134658

IMG_20170119_134801

IMG_20170119_135259

IMG_20170119_141822

IMG_20170119_141844

გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი