სვანეთში პირველი და ერთადერთი კალიგრაფიული სტუდია ჭუბერში ფუნქციონირებს

ფოტოზე ლილე ჩხეტიანი (უკანა რიგში მარჯვნიდან მე-5) სტუდიის წევრებთან ერთად

2014 წლიდან სოფ. ჭუბერში ლილე ჩხეტიანის ხელმძღვანელობით კალიგრაფიული სტუდია ფუნქციონირებს.

2010-2015 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში – “ქართული კალიგრაფია”- ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მრავალი საპრიზო ადგილი მოიპოვეს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაშინდელი დირექტორის ბუბა კუდავას ინიციატივით და მხარდაჭერით ჭუბერში დაარსდა კალიგრაფიული სტუდია. სტუდიის დაარსების 3-თვიან პროექტს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა. პროექტის თანადამფინანსებელი იყო ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. პროექტის ფარგლებში გარემონტდა სტუდიისთვის საჭირო ოთახი და შეძენილ იქნა სამუშაო მასალები.

2015 წელს ეგვიპტეში გაიმართა ქართველ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც ჭუბერის კალიგრაფიის სტუდიიდან ლილე ჩხეტიანის და მისი მოსწავლის იზა ვიბლიანის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი.

ლილე ჩხეტიანმა თბილისის სამხატვრო აკადემია 2007 წელს დაამთავრა მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების მხატვარის სპეციალობით, იმავე წელს დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მუშაობა დაიწყო საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებად. ის უანგაროდ უზიარებს მომავალ თაობას ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას. კალიგრაფიის სტუდიაში ლილე ხატწერას და ქარგვასაც ასწავლის, ჭუბერის საჯარო სკოლაში კი – ხელოვნებას და ინგლისურს.

ეს ხელნაწერები ჭუბერის კალიგრაფიის სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრებია:

15995787_1156959887754931_925871920_n

15969874_1156782861105967_1923895562_n

15970265_1156959867754933_1571805906_n

15970360_1156782971105956_116284477_n

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.