ალილოს მსვლელობა ლატალში

7-იანვარს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამისთევის წირვის შემდეგ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატეს (კურტანიძე) კურთხევით მოეწყო ალილოს მსვლელობა.

ამ უძველესი ტრადიციით გაგრძელდა სოფელში იმ დღის მადლი. ალილოს მსვლელობით, გალობით, მრევლმა მოძღვართან ერთად თითქმის მთელი სოფელი შემოიარა. ამით კიდევ ერთხელ ვახარეთ ერთმანეთს უდიდესი სასწაულის აღსრულება – უფლის ხორციელად შობა, ხალხიც მადლიერებას გამოხატავდა ძღვენის მირთმევით, მოძღვარი ლოცავდა გზადაგზა ყველა ოჯახს, ეს იყო დღე ქრისტეში ერთობისა და იყო ქრისტესმიერი სიყვარულის გამოხატულების საოცარი ფორმა.

მსვლელობის დროს ხალხის მიერ გაღებული შემოწირულობები მამა ეგნატეს ლოცვა-კურთხევით გაჭირვებულ ათ ოჯახზე გადანაწილდა.

15978554_1156125851171668_1818061846_n

15942462_1156125724505014_146384422_n

15970285_1156125751171678_955625457_n

15970624_1156125561171697_1971769727_n

15995403_1156125824505004_24997136_n

15995479_1156125544505032_260280137_n

15942145_1156125687838351_870898662_n

15970516_1156125711171682_526921330_n (1)

15995699_1156125591171694_655138721_n

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.