ნატა გაზდელიანი და ბექა წერედიანი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ

ბექა წერედიანი - რეგიონული განვითარების ფოტო (რგფ)
ბექა წერედიანი – რეგიონული განვითარების ფონდის ფოტო (რგფ)

18-22 დეკემბერს ქუთაისში ჩატარდა “სასკოლო-თეატრალური ფესტივალი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 14 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა, მათ შორის ხუთმა სკოლამ “რეგიონული განვითარების ფონდის” მხარდაჭერით, ამ ხუთ სკოლას შორის იყო ლატალის საჯარო სკოლა და ხელედის საჯარო სკოლა.

ლატალის საჯარო სკოლამ წარმოადგინა ნოდარ დუმბაძის უკვდავი “კუკარაჩა”, ხოლო ხელედის სკოლამ “ლადო ასათიანის ხანმოკლე და ტრაგიკული ცხოვრების ამბავი”.

ფესტივალი ეტაპობრივად მიმდინარეობდა, ამდენად დაჯილდოებები 29-დეკემბერს შედგა და ამ ფესტივალის გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა წერედიანი – ნომინაციაში “მამაკაცის საუკეთესო ეპიზოდური როლი” და ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატა გაზდელიანი – ნომინაციაში “ყველაზე პოეტური მონაწილე”. 

15896248_390660987947878_553777259270418032_o

(რეგიონული განვითარების ფონდის ფოტო)

ბექა ჯერ მხოლოდ მეშვიდე კლასის მოსწავლეა, კონკურსში კი მონაწილეობას უფროს კლასელები ღებულობდნენ და თან ბექა მხოლოდ ეპიზოდურ როლში იღებდა მონაწილეობას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბექას ამ მიმართულებით მომავალშიც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას და არამარტო ამ მიმართულებით, ის კრივში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია.

svanetiinfo.ge ულოცავს ნორჩ მსახიობებს ამ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს უსურვებს მომავალში.

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.