29 დეკემბერს ლენტეხში საახალწლო კონცერტი გაიმართა

20161229_173326
29  დეკემბერს დაბა ლენტეხის კულტურის  სახლში ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა და ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საახალწლო კონცერტი.

მრავალფეროვანი და სახალისო იყო შესრულებული ნომრები, იყო ლექსები, სიმღერები, ქართული ხალხური ცეკვები.

კონცერტი “მრავალჟამიერი”-თ გახსნა გელა გუგავას სახელობის ანსამბლმა “ლაგუშედა”-მ (ხელმძ. ზურა ლიპარტელიანი) , შემდეგ კი მას მოჰყვა სხვა ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერები და ცეკვები.

ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა ქალთა ანსამბლი “ლაილა” (ხელმძ. ლიკა ლიპარტელიანი), რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ჯოკია მეშველიანის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი “ლილე” (ხელმძ. ნუგზარ (გულადი) ლიპარტელიანი), მგალობელთა გუნდი “ლემშვანიერა” (ხელმძ. ზურა ლიპარტელიანი).

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის “ძიება +”-ის (ხელმძ. ნინელი ონიანი) აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, ასევე წაიკითხეს ლექსები, რამდენიმე ცეკვა წარმოადგინა ამავე სახლთან არსებულმა ცეკვის ანსამბლმა “სვანეთის შვილები” (ხელმძ. იური ბენდელიანი).

სიმღერები შეასრულა ვაჟთა კვარტეტმა მამუკა  და მარადი ლიპარტელიანების, ბესო (ბიქტორ) გაზდელიანის და ზვიადი მუსელიანის შემადგენლობით.

ხოფურის საკლუბო დაწესებულება წარმოადგინა მარიამ ქურასბედიანმა, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

კონცერტთან ერთად კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა სამხატვრო სკოლის (ხელმძ. თამილა ლიპარტელიანი) მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.

კონცერტის დასასრულს მაყურებელს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ლენტეხის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ.

20161229_171321

20161229_172832

20161229_172937

20161229_175509

გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი