11-თებერვალს მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ჩატარდა თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი გიგანტურ სლალომში.
ტურნირში ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ეასპარეზა, მონაწილეენი ძირითადად ვეტერანი სპორტსმენები იყვნენ, მათ შორის თეზოს მეგობრებიც სხვადასხვა რეგიონებიდან. პირველ ადგილზე ქალთა შორის გავიდა ბაკურიანელი სუსანა გავა , მეორეზე – მესტიელი ეკა უშხვანი, ხოლო მესამეზე – სოფო ახმეტელი. ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა გიორგი თედიაშვილმა,მეორე – დათო გაავამ, მესამე ადგილზე გავიდა მესტიელი ლერი ჩართოლანი.
თეზოს ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრება, თეზოს მეგობრებისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, უკვე მესამე წელია რაც ტარდება. წელს შეჯიბრების მხარდამჭერები ასევე იყვნენ „ტოიოტა თბილისის ცენტრი“ და მესტიის მუნიციპალიტეტი.
თეზო ჯაფარიძის სახელს უკავშირდება სვანეთისთვის ბევრი სასარგებლო პროექტის განხორციელება, მათ შორის სამთო სათხილამურო პროექტების.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია