ეს 20-წლის ილია გირგვლიანია, ზემო სვანეთის სოფელი ლატალიდან. ის დაბადებიდან კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული და არ შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე თუნდაც ეტლით გადაადგილდეს.
ილიას შვიდი და-ძმა ჰყავს, მშობლები უმუშევრები არიან და ოჯახი სოციალური დახმარების იმედადაა. ილიასთვის ყოველი დღე ერთფეროვანია, რადგან სულ სახლში უწევს ყოფნა. ის ძალიან ნიჭიერი და კეთილშობილი პიროვნებაა, უყვარს ჭადრაკის თამაში და კარგადაც გამოსდის. მისი ოცნებაა, სხვების მსგავსად, შეეძლოს გარესამყაროსთან დამოუკიდებლად კონტაქტი. ამისთვის მას ელექტრო ეტლი ესაჭიროება. დავეხმაროთ ილიას საზოგადოებასთან ინტეგრირებაში, ის ამას იმსახურებს.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა შემოიტანოთ შემდეგ ანგარიშზე: GE44LB0711199218030000 , მიმღები ნანა გუჯეჯიანი.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი