მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია


5-თებერვალს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში გოგონათა შორის (2001-2002-2003წწ.). შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონი გახდა მესტიის რაიონის სოფელ ლატალის მკვიდრი მარიამ გურგულიანი (2001).

მისი პედაგოგი გახლავთ ზურაბ წერედიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მარიამის წარმატებაში. მარიამი არის პირველი ჩემპიონი გოგონა ჭიდაობაში ზემო სვანეთიდან. მან და მისმა პედაგოგმა ზურაბ წერედიანმა ბევრი დაბრკოლება გადალახეს სანამ ამ წარმატებამდე მივიდოდნენ. სამწუხაროდ, ხშირად გოგონების ჭიდაობის მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება ხდებოდა, თუმცა მარიამი და მისი პედაგოგი დარწმუნებულები იყვნენ მარიამის შესაძლებლობებში და ეს ამ ბრწყინვალე შედეგითაც დაუმტკიცეს ყველას.

მადონა წერედიანი, სოფ.ლატალი