მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო

დაიწყო მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგირო ხაზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით.

საბაგირო ხაზის სიგრძე 1200 მეტრი იქნება. ის აღჭურვილი იქნება ექვს-ადგილიანი სავარძლებით და საათში 3000 ადამიანს გადაიყვანს.

აღნიშნული საბაგირო ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 22 დეკემბერს, ხოლო სათხილამურო ტრასების გაკეთება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

ჰაწვალის მშენებლობა 2

ჰაწვალის მშენებლობა 1

მადონა წერედიანი.