ანსამბლი “ლატალი”

ლატალის თემში ანსამბლი “ლატალი” ვაგნერ გვიჩიანის ხელმძღვანელობით ისევ ნაყოფიერად აგრძელებს მოღვაწეობას. 2016 წლის 27 ივნისს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველ ფინალურ კონცერტზე სოფლის ავთენტიკური ჯგუფების ნომინაციაში ანსამბლმა II ადგილი და პრემია 2500 ლარი მოიპოვა.

ეს ანსამბლი 1960 წელს მაჰარბი გურგულიანმა დაარსა და თავიდანვე გამოირჩეოდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობით. ანსამბლი “ლატალი” საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილს იკავებდა. “ლატალმა” მაჰარბის ხელმძღვანელობის პერიოდში იმ დროისათვის ყველაზე დიდი ჯილდო – სახალხო ანსამბლის წოდება მიიღო.

აღნიშნულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა, მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ქართულ ხელოვნებაში, რომელიც თაობებს გადაეცემა. ისინი კვლავ დაუღალავად აგრძელებენ ეროვნულ საქმეს და ახალგაზრდებს უშურველად გადასცემენ იმ დიდ საგანძურს, რომელიც ისეთ სიმღერა-ფერხულებში გამოიხატება, დაკარგვის პირას რომ არიან და მათი უმრავლესი ნაწილი მხოლოდ ამ ანსამბლმა შემოინახა.

“ლატალის” წევრები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ ისინი უკვე ათეული წლებია გასამრჯელოს არ ღებულობენ და საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე უწევთ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის კეთება. ჯამაგირს ვინ ჩივის, ანსამბლი, ათეული წლების წინ, ქველმოქმედი ადამიანის მიერ მათთვის შეძენილი სამოსით აგრძელებს სხვადასხვა ფესტივალებზე თუ ღონისძიებებზე გამოსვლას.
ვფიქრობ ამ საგანძურს შენარჩუნება სჭირდება და სულ მცირე ანსამბლს შესაფერისი ფორმა მაინც უნდა ამშვენებდეს. იქნებ ამაზე მაინც იზრუნოს ვინმემ, არათუ ანსამბლის წევრების სხვა სახის წახალისებაზე და მათი მოტივაციის გაზრდაზე, ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს.

თუმცა ენთუზიაზმზე მუშაობა მეტ თავისუფლებასაც ანიჭებს ადამიანებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედი და ხელოვანი ადამიანებისათვის. 2014 წლის 26 მაისს დაბა მესტიაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თაოსნობით გამართული საზეიმო კონცერტის დასრულებისას, ანსამბლმა “ლატალი” სრულიად მოურიდებლად გაშალა ბანერი წარწერით “არა ხუდონჰესს”:

არა ხუდონჰესს

21082294_1373938606057057_999138987_o

21103830_1373935409390710_1796599249_o
ფოტოზე: ანსამბლ “ლატალი”-ს და მგალობელთა ანსამბლ “სათანაოს” სოლისტი ანა ჩამგელიანი

21103918_1373933422724242_1953723766_o

ანსამბლი ლატალი 1967
ფოტოზე: ანსამბლი “ლატალი” 1967 წელი

მადონა წერედიანი, ლატალის თემი.