ლენტეხის სამხატვრო სკოლის მორიგი წარმატება

19 ნოემბერს თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში “სტუდია N”-ის ორგანიზებით სახელოვნებო სკოლების გეგმიური გამოფენები ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ლენტეხის სამხატვრო სკოლაც. სვან მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ახალციხის, სენაკის, სამტრედიის, ცაგერის, ხაშურისა და დუშეთის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელები. ჟიურმა შეაფასა როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების მუაშაობა. კონკურსში მონაწილეები 4-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ. ყველა ლენტეხელი მოზარდი  დიპლომით დაჯილდოვდა. ასევე დიპლომები გადასცეს პედაგოგებს – მთვარისა გაზდელიანს, რიტა მეიფარიანს, თამილა ლიპარტელიანსა და ლია ქურასბედიანს.

2017 წლის ივნისში ხუთი საუკეთესო ლენტეხელი მოსწავლე პედაგოგებთან ერთად ბაქოში არის მიწვეული. ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრების მიზნით კონკურსანტები იქვე, ბუნებაში დახატავენ, შექმნიან ახალ ნამუშევრებს, ხოლო შემდეგ ჩატარდება ძველი და ახალი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა.

ნანი ბენდელიანი, ლენტეხი