ზემო სვანეთიდან 9 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

14 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ის მოსწავლეები, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს მეცხრე კლასი. მათ საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები (პორტატული კომპიუტერები).

მესტიის მუნიციპალიტეტიდან ცხრა წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. ესენი არიან:
მესტიის l-საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა კვანჭიანი და ლიკა გურჩიანი. მესტიის ll-საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიამ მარგიანი და ანა ხერგიანი. სოფ.ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ირინა გირგვლიანი, თამარ გირგვლიანი და ანა ივეჩიანი, სოფ.წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხარძიანი და სოფ. ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლე მერი ხორგუანი.

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.