“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს

2014 წელს ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ ყურადღება შეაჩერა ლატალის საჯარო სკოლაზე.

ამ ორგანიზაციამ ლატალის სკოლის XII-კლასის მოსწავლეების მომზადება დააფინანსა ოთხ საგანში, აგრეთვე სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებში თუ სხვა პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის ქირით უზრუნველყო. ეს პროექტი უკვე სამი წელია მიმდინარეობს. ასოციაცია ეტაპობრივად ახალ-ახალ პროექტებს ახორციელებს. მსგავს თანამშრომლობაში ამ ორგანიზაციასთან ჩართულია თერჯოლის სოფ.ძევრის სკოლა და პანკისის ხეობის ერთ-ერთ სკოლა.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს აღნიშნულ სკოლებს შორის თანამშრომლობა. ლატალის სკოლას რამდენჯერმე ესტუმრა ძევრის სკოლა, აგრეთვე ლატალის სკოლას სტუმრობდა პანკისის სკოლა. გაიმართა ერთობლივი კულტურული ღონისძიებები. ძევრის სკოლის მოსწავლეებმა, მაკლეინის ასოციაციის წახალისებით, ლატალის სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს მასტერკლასები ბეისბოლში. ლატალის სკოლა ასოციაციამ ბეისბოლის სათამაშოდ საჭირო ინვენტარით უზრუნველყო. ლატალელი მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით შეხვდნენ ამ სიახლეს და საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა შეჯიბრებებში საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს უკვე.

15134408_1096962173754703_963123451_n

მაკლეინის ასოციაციის დავალებით ის სტუდენტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის დაფინანსებით სარგებლობენ, წელიწადში ორჯერ სტუმრობენ ლატალის სკოლას და მოსწავლეებს მართავენ პრეზენტაციებს სხვადასხვა თემაზე.

%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98

ამ ორგანიზაციამ ლატალში საზაფხულო, ინგლისურენოვანი ბანაკიც გახსნა, სადაც ძევრის და ლატალის სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. ასოციაციისვე მხარდაჭერით, სკოლაში  ჩამოყალიბდა სკოლის თეატრი და ამ თეატრს ხელმძღვანელობს რეჟისორი მალხაზ გაბადაძე, მათ უკვე დადგეს სპექტაკლი “კუკარაჩა”, რომლის ჩვენება ქუთაისში გაიმართება.

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი