20-ნოემბერს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) ამავე ეპარქიის მრევლთან ერთად, გაემგზავრენ იტალიაში, მოსალოცად.
პირველივე დღეს, ქ.მილანში მოილოცეს წმ.ამბროსი მედიოლანელის სახელობის ტაძარი, წმ.ლავრენტის სახელობის ტაძარი, საკათედრო ტაძარი და წმინდა ამბროსი მედიოლანელის სახელობის რუსული ეკლესია.
დღეს მომლოცველებს დაგეგმილი ჰქონდათ ქ.ვენეციაში ჩასვლა, სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაბრძანებულია იოანე მოწყალის წმ.ნაწილები და ინახება საბა განმწმენდელის ჯვარი, ასევე წმ. გიორგის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში დაბრძანებულია წმინდა გიორგის ნაწილი და წმ. ბასილი დიდის წმინდა ნაწილი. ასევე მოილოცავდნენ წმ. ზაქარია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს ამავე წმინდანის ნაწილებით და წმ.ათანასე ალექსანდრიელის ნაწილებით, წმ.მარკოზ მახარებლის სახელობის ტაძარს, ღვთისმშობლის ხატ-ნიკოპეას, წმ.იულიანას სახელობის ეკლესიას.
22 ნოემბერს ქალაქ ბოლონიაში მომლოცველთა ჯგუფი ქართულ დიასპორას შეხვდება.
23 ნოემბერს, გიორგობას მეუფე ილარიონი ქალაქ ბარიში წმ. ნიკოლოზის საფლავთან აღავლენს წირვას ქართულ ენაზე.
მადონა წერედიანი, იტალია.