განათლების მინისტრმა ცაგერში მოსწავლეები დააჯილდოვა

13 ნოემბერს ქ. ცაგერში მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს და პირადად გადასცა ნოუთბუქები ამავე მუნიციპალიტეტების საბაზო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

ქვემო სვანეთიდან ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა წარჩინებით მე-9 კლასი. ამ ექვსი მოსწავლიდან ხუთი ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან : ანი ზვიადის ასული გაზდელიანი, ნინო ლაშას ასული ლიპარტელიანი, თამარი სოსოს ასული ლიპარტელიანი, სალომე გოჩას ასული ლიპარტელიანი, ელენე რობერტის ასული ჩანქსელიანი,  ხოლო ერთი მოსწავლე ხელედის საჯარო სკოლიდან გახლავთ  – ნინო კლარნეზის ასული ლიპარტელიანი.

ლეჩხუმიდან 9 მოსწავლემ მიიღო კომპიუტერი წარჩინებული სწავლისათვის, აქედან ექვსმა ცაგერის საჯარო სკოლაში : მარიამ უჩაძე, ნინო მეშველიანი, ანა ბენდელიანი, გვანცა ჩაკვეტაძე, მარიამ ხეცურიანი, მაია ხეცურიანი , ორი მოსწავლე ჩხუტელის საჯარო სკოლიდან დაჯილდოვდა: ეკატერინე ჩარკვიანი და ლელა ჩაფრავა, ხოლო ბარდნალის საჯარო სკოლიდან – ხატია სვანიძე.

მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმირების მისეულ ხედვაზე ისაუბრა.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარებდა და მან პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.

received_1230577573647359

ნანი ბენდელიანი.