მიმდინარე წლის ივნისში, ლენტეხელ მეწარმეთა მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებსა და ლენტეხელ მცირე მეწარმეებს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. გამოიკვეთა ლენტეხელი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა – ლენტეხში არ არის შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრი, შესაბამისად, მეწარმეებისთვის მომსახურების მიღება მიუწვდომელია. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ პერიოდულად, რამდენიმე თვეში ერთხელ ლენტეხელი მეწარმეები მოზრავი სერვის-ცენტრით ისარგებლენებენ.
უკვე მეორედ, 8 ნოემბერს მეწარმეთათვის მომსახურების გასაწევად ლენტეხს შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მოძრავი სერვის-ცენტრი ექვია. მეწარმეებმა შეძლეს მაათთვის საჭირო მომსახურების მიღება, რის გამოც მადლიერებას გამოთქვამენ.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი