მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში გაიმართა საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში 2000-2001 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლენტეხელმა სპორტსმენებმა.
ქვემო სვანეთიდან, წარგზავნილი იყო ლენტეხის სპორტსკოლის შვიდი მოჭიდავე (მწვრთნელი – ლადო მუსელიანი).
საქართველოს ჩემპიონი 55 კგ წონით კატეგორიაში გახდა ავთო (ბაჩო) დავითის ძე მუკბანიანი, 66 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ემზარის ძე ლიპარტელიანმა(სოფ. ნაღომარიდან).
ჩვენთან საუბარში ლადო მუსელიანმა განაცხადა, რომ მათ სამგზავროდ საჭირო საწვავი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ შეუძინა, ხოლო დანარჩენი სამგზავრო და სხვა ხარჯები თავად მოსწავლეებმა გაიღეს.
ეს ჩემპიონატი იყო მსოფლიოს პირველობის შესარჩევი ტური, შესაბამისად ამ გამარჯვებით ავთო მუკბანიანმა მსოფლიოზე ჭიდაობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში 14 დეკემბერს კვიპროსში გაიმართება.
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.