11-12 ნოემბერს ქ.ზუგდიდში ჩატარდა შეჯიბრი ძიუდოში ცოტნე დადიანის სახელობის თასზე, სადაც მოსწავლე ძიუდოისტებმა ზემო სვანეთიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ ლუკა კვანჭიანი სოფ.ლატალიდან, ზურაბ რატიანი (დაბა მესტია) და თორნიკე ფალიანი (დაბა მესტია). მეორე ადგილზე გავიდა დავით გირგვლიანი (სოფ.ლატალი), ხოლო საბა ფარჯიანმა (სოფ.ლატალი) მესამე ადგილი დაიკავა.
სოფელ ლატალში მოქმედებს გურამ თიკანაძის სახელობის სპორტსკოლა, ახალგაზრდა ძიუდოისტებს ავარჯიშებს ზურაბ წერედიანი.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი