ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდება უფასო ტრენინგები მარკეტინგსა და ბრენდინგში.
ტურიზმის სექტორში აქტიურ ბიზნესებს, თუ ამავე სფეროში სტარტაპ იდეის მქონე მეწარმეებს შეუძლიათ დაესწრონ ტრენინგების სერიას, რომელიც ჩატარდება ამბროლაურსა და მესტიაში:
17 – 21 ივლისი – რაჭა, ამბროლაური, სასტუმრო ციბენა – 11:00–18:00სთ;
24 – 28 ივლისი – ზემო სვანეთი, მესტია, სასტუმრო გისტოლა – 11:00–18:00სთ;
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა შემდეგ მიმართულებებში:
– მარკეტინგი
– ბრენდინგი
– სტრატეგიული დაგეგმარება
– მომხმარებელთა ლოიალობა და სტიმულირება
– მომხმარებელთან ურთიერთობები
ტრენინგი შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დისკუსიებისგან და აქ მიღებული ინფორმაცია, გაზიარებული გამოცდილება და ცოდნა, მონაწილეებს დაეხმარება დასახული მარკეტინგული მიზნების მიღწევაში და ბიზნეს საქმიანობის წარმატებულად მართვაში.
უფასო ტრენინგზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 7 ივლისამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დამსწრეების რაოდენობა შეზღუდულია.
– ელექტრონული ფორმით რეგისტრაციისთვის >>> გადადით ლინკზე
– სატელეფონო რეგისტრაცისთვის: 593 94 95 76 და 557 00 03 84
ტრენინგში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული, ცაგერი, ლენტეხი, ონი, ამბროლაური და მესტია.
ტრენინგებს სპეციალურად შერჩეული დარგის გამოცდილი ტრენერები წარუძღვებიან. მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, დამსწრეებს
საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი რეალური მაგალითებიდან მიიღონ.
ტრენინგების ორგანიზატორია ედბრენდი (Adbrand), მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში 18 წლიანი გამოცდილების კომპანია.
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
მეტი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge