12 იანვარს, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ღვაწლმოსილი მომღერალისა და ლოტბარის, საპატიო ლენტეხელის ჯუმბერ მუკბანიანის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფოლკლორული საღამო. ღონისძიება მუზეუმისა (დირ. ინგა ონიანი) და
ლენტეხის კულტურის ცენტრის (დირ. მაყვალა გაზდელიანი) ორგანიზებით და დაფინანსებით ჩატარდა.
ფოლკლორულ საღამოს უძღვებოდნენ ინგა ონიანი და ლიკა ლიპარტელიანი და ის ანსამბლების “ლაგუშედა”-ს და “მიჟე ნარი”-ს ერთობლივი სიმღერით დაიწყო:
ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლენტეხის მერმა გია ონიანმა:
ლიკა ლიპარტელიანმა საზოგადოებას მოუთხრო ჯუმბერ მუკბანიანის ცხოვრების შესახებ:
ჯუმბერ მუკბანიანმა მადლობა გადაუხადა ყველას დაფასებისათვის და თავისი ცხოვრების მეტად საინტერესო გამოცდილებაზე ისაუბრა:
ჯუმბერ მუკბანიანს ვიდეო-ჩანაწერების მეშვეობით სხვადასხვა სიმღერებით მიესალმენ და მიესიყვარულენ ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან.
საღამოზე ყველა დამსწრეს დაურიგდა თითო-თითო სვანური ბრძნული გამონათქვამი ქართული თარგმანით და ინგა ონიანმა ყველას სთხოვა ეაქტიურათ, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება თუ რა შემთხვევაში და რა დროს, რა კონტექსტში შეიძლება ამ გამონათქვამების ხმარება, საუკეთესო მოსაზრებებისთვის პრიზებიც იყო გათვალისწინებული. შეკრებილი საზოგადოება საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ამ მსჯელობაში. თავისი მოსაზრებები გამოთქვეს ლენტეხის მერმა გია ონიანმა, ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა, საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა სოსო მუკბანიანმა, დიაკონმა ამირანმა (ჯამბურიძე), საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით პირველმა და სხვებმა:
სვანურ გამონათქვამებზე მსჯელობას ენაცვლებოდნენ ანსამბლების “ლაგუშედა”-ს და “მიჟე ნარი”-ს სიმღერები:
ჯუმბერ მუკბანიანს მიმართა ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორმა მაყვალა (ცუგუ) გაზდელიანმა:
ღონიძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ღვაწლმოსილ ხელოვანს მადლობა გადაუხადეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა მარადი ლიპარტელიანმა და ბერდია ჩანქსელიანმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მედიკო ხვისტანმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა სოზარ ბენდელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მევლუდ ლიპარტელიანმა, საკრებულოს წევრმა იაკობ გაზდელიანმა, ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ბადრი ქარდავამ და სხვა თანამდებობის პირებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა.
საღამოს დასასრულს სვანური “შინა ვორგილი”-ს ფონზე გამართულ ფერხულში თითქმის ყველა დამსწრე ჩაერთო: