16-17 ივნისს ილიკო გაბლიანის სახელობის მულახის სპორტულ ცენტრში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის ნესტორ ხერგიანის სახელობის ყოველწლიური ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.
ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანების (დირექტორი: ზაქრო ხვისტანი) სპორტსმენებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს:
პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს გიორგი ჩანქსელიანმა (ლენტეხის სექცია, მწვრთნელი: ივანე ქურასბედიანი) და გიორგი რატიანმა (ჩოლურის სექცია, მწვრთნელი: დავით ჯამბურიძე).
მეორე საპრიზო ადგილები მოიპოვეს მოსე ბენდელიანმა (ჩოლურის სექცია) და ლუკა გვიჭიანმა (ხელედის სექცია, მწვრთნელი: პაატა აფაქიძე).
მესამე საპრიზო ადგილები კი დაიკავეს ლუკა ქურასბედიანმა (ლენტეხის სექცია), გუგა ჩანქსელიანმა (ხელედის სექცია), ნოდარ აფაქიძემ (ხელედის სექცია), საბა აფაქიძემ (ხელედის სექცია).
ჯამში ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ქვემო სვანეთიდან 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებული ახალგაზრდები საგარეჯოს, დმანისის, მარნეულის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მესტიის, ლენტეხის და სამაჩაბლოს ძიუდოს სექციებიდან. ტურნირში 60-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირი ანსამბლმა ” რიჰო”-მ (ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი) გახსნა. მათ შეასრულეს სვანური სიმღერები “მურზა ი ბექსილ” და “ლილე” .
ტურნირზე შესვენების დროს სკაიპით ჩაერთო საზღვარგარეთ მყოფი ნესტორ ხერგიანი, რომელმაც იქ მყოფებს მადლობა გადაუხადა და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
მირანგულა მუკბანიანი.