ლენტეხის “კელაპტარი” და ლატალის “ღვთის მოშიშნი” კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ

29 მარტს ქალაქ წყალტუბოში გაიმართა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” სანუგეშო ეტაპი უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში. ამ ეტაპზე მონაწილე სამივე გუნდი, მიღებული ქულების თითქმის თანაბარი რაოდენობის გამო, გააგრძელებს მონაწილეობას კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
Continue reading ლენტეხის “კელაპტარი” და ლატალის “ღვთის მოშიშნი” კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, უშანგი მარგიანმა – ბრინჯაო

31 მარტს თბილისის გრან პრის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.
თბილისის გრან პრის ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 31 მარტს დაიწყო  და 2 აპრილს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღო 39 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტმა. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარი იყო. პირველივე დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მას ფინალში საქართველოს ნაკრების წევრის, ევროპის ჩემპიონის და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორის, ამირან პაპინაშვილის დამარცხება მოუხდა.
Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, უშანგი მარგიანმა – ბრინჯაო