ლენტეხის “კელაპტარი” და ლატალის “ღვთის მოშიშნი” კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ

29 მარტს ქალაქ წყალტუბოში გაიმართა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” სანუგეშო ეტაპი უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში. ამ ეტაპზე მონაწილე სამივე გუნდი, მიღებული ქულების თითქმის თანაბარი რაოდენობის გამო, გააგრძელებს მონაწილეობას კონკურსის შემდეგ ეტაპზე.

ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა და შესაბამისად პირველი ადგილი დაიკავა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის გუნდმა “კელაპტარი”, მას ერთი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა ლატალის გუნდი “ღვთის მოშიშნი”, მესამე მონაწილე იყო წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი “კანდელი”.

20170329_162013-1024x768
(ფოტოზე: ლატალის საჯარო სკოლის გუნდი “ღვთის მოშიშნი”)

 

20170329_161958-1024x768
(ფოტოზე: წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი “კანდელი”)

წინა წლებში ლატალის საჯარო სკოლას, ამ კონკურსის წყალობით, მრავალგზის მიუღია დიდი სიხარული და უზეიმია გამარჯვებები. მათ მოგონებებში ლამაზად ცოცხლდება ოთხას სკოლას შორის ფინალში აღებული მეორე ადგილი, რის შედეგადაც ტაო-კლარჯეთის მოლოცვა ერგოთ ჯილდოდ. მრავალი წარუშლელი მოგონება უკავშირდება ამ საპატიო კონკურსში მონაწილეობას. ამ ახალ გუნდსაც, რომელიც მხოლოდ წელს ჩაერთო ამ კონკურსში, უნდა წინამორბედების კვალს გაჰყვეს.

ლატალის გუნდის წევრებმა, იმერეთში ყოფნისას, მოძღვართან ერთად ბაგრატის ტაძარი მოილოცეს.

20170329_143602-1024x768
(ფოტოზე: სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) ლატალის გუნდთან ერთად ბაგრატის ტაძართან)

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.