31 მარტს თბილისის გრან პრის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.
თბილისის გრან პრის ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 31 მარტს დაიწყო და 2 აპრილს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღო 39 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტმა. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარი იყო. პირველივე დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მას ფინალში საქართველოს ნაკრების წევრის, ევროპის ჩემპიონის და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორის, ამირან პაპინაშვილის დამარცხება მოუხდა.
საინტერესოა, რომ ნოემბერში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის ფინალშიც ლუხუმმა ამირან პაპინაშვილს მოუგო. აქამდე მას გრან პრის ტურნირებზე საპრიზო მედალი კი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ოქრო სპორტულ კარიერაში – პირველად მოიპოვა.
“თბილისი ძიუდო გრან პრი 2017”-ზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს ასევე ადამ ოქრუაშვილმა (+100კგ) და ლაშა გიუნაშვილმა (-66კგ), ვერცხლის მედალი – ამირან პაპინაშვილმა (-60კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები – უშანგი მარგიანმა (-90კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ).
საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.