გუშინ , 30 მარტს, დაბა ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პირველშეწირულთა წირვის შემდეგ, დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) სხვა მღვდელმსახურებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხება აღასრულა.
მსახურებაში მონაწილეობდნენ იღუმენი ცოტნე (მარიამიძე), დეკანოზი გიორგი (მდივანი) , იღუმენი ილარიონი (სახელაშვილი) და მღვდელი ლევანი (გველეთიანი).
მრევლის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ჯერ ვერ მოახერხეს შვიდგზის ზეთისცხებაზე მისვლა ვაცნობებთ, რომ შვიდგზის ზეთისცხება შაბათს სოფ. მაზაშში გაიმართება დღის 12 საათზე, სოფ. სასაშში – 9 აპრილს დღის 3 საათზე, სოფ. საყდარში – 13 აპრილს დღის 12 საათზე.
ქალაქ ცაგერში კი შვიდგზის ზეთისცხება გაიმართება 4 აპრილს დღის 2 საათზე და 13 აპრილს დღის 2 საათზე.
გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი